მთავარისაქართველო„შინ ევროპისკენ“ - აქცია რუსთაველის გამზირზე

„შინ ევროპისკენ“ – აქცია რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“  “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

აქციის ორგანიზატორების ცნობით, დღევანდელი შეკრების მიზანია ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები..

21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

აქციის გამო სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც – ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში იმართება. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც – ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend