მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს საგამოძიებო კომისია უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს აღრიცხავს

გაეროს საგამოძიებო კომისია უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს აღრიცხავს

გაეროს კომისიამ, რომელიც ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს იძიებს, უკრაინაში რამდენიმე ადგილი მოინახულა. პირველად მონაცემებზე დაყრდნობით კომისია ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილას მძიმე დანაშაულის ნიშნებია გამოვლენილი.

ერიკ მოსე, გაეროს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უკრაინაში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის საკითხებში, ამბობს, რომ ამ მომენტში ფაქტობრივ დასკვნებს ვერ გამოიტანენ და ვერც მოვლენათა სამართლებლივ საკითხებზე ისაუბრებენ. მისი თქმით, არსებობს სამხილები, რომლებიც, სავარაუდოდ, იმ დასკვნამდე მიიყვანს კომისიას, რომ დაირღვა გარკვეული წესები.

ერიკ მოსე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არავინ ყოყმანობს. უბრალოდ ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გაკეთდეს. უმთავრესი კი ახლა მეტი ინფორმაციის მოპოვებაა.

კომისიამ ინფორმაცია მოიძია ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ბუჩა, სადაც რამდენიმე მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

არსებობს ისეთი შემთხვევების კვალი, რომელიც შესაძლოა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად განიხილოს.

სიმართლის დასადგენად გაეროს საგამოძიებო კომისია გააგრძელებს მონაცემების შეგროვებას.

ინფორმაციის პირველი ნაწილი გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს სექტემბერში უნდა გადაეცეს, რათა საბოლოო დასკვნა 2023 წლის მარტამდე მომზადდეს.

უკრაინულმა მხარემ უკვე გამოავლინა სამხედრო დანაშაულის 15 000-ზე მეტი შემთხვევა. პოლიცია აცხადებს, რომ მასობრივ სამარხებში 12 000-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend