„ზაფხული იწყება აქ“ – ამ უცვლელი სლოგანით დღეიდან, 15 ივნისიდან, აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება. ტურისტულ მოლოდინებზე, გამოწვევებსა და სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქტივობებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ ისაუბრა