17 ივნისს ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს მოსაზრება საქართველოს მიერ შევსებულ თვითშეფასების დოკუმენტზე. 24 ივნისს კი ევროპული საბჭო იმსჯელებს მიანიჭებენ თუ არა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ბელგიიდან დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას და პოლიტიკოსებს, რომ 16 ივნისს, შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, იმისათვის, რომ ევროპას ერთიანობა აჩვენონ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ 27 ქვეყნის ლიდერს წერილს გაუგზავნის, სადაც ისაუბრებს იმაზე თუ რატომ არ უნდა დარჩეს საქართველო ევროპული გზის მიღმა.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე კახა გოგოლაშვილი, „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი საუბრობს