მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში რუსული ბომბებისგან მიყენებულ ზიანს ფერმერთა ნაწილი ვერ უმკლავდება

უკრაინაში რუსული ბომბებისგან მიყენებულ ზიანს ფერმერთა ნაწილი ვერ უმკლავდება

უკრაინის სამხრეთით ახლა მოსავლის აღების დროა. თუმცა ჯერჯერობით მიწის მფლობელები მხოლოდ რუსულ ბომბებს იღებენ. ნადია ივანოვა მიკოლაივთან ახლოს 4000 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულ ფერმას ფლობს.

ფერმა რუსულმა ძალებმა სწორედ მაშინ დააზიანეს, როდესაც ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ. აქ ბევრი რამაა გასაკეთებელი და აღსადგენი, თუმცა ამ გზაზე მრავალი დაბრკოლებაა.

ფერმერები მარცვლეულს ვერ ყიდიან, მათ არც საკმარისი თანხა აქვთ, რომ შენობები და დანადგარები გაარემონტონ. არც ის სპეციალისტები არიან მიკოლაივის რეგიონში, რომლებმაც უნდა აღადგინონ ეს ყველაფერი. ისინი იმდენად ახლოს არიან ბრძოლის ველთან, რომ იქ არავინ მიდის.

ნადია ივანოვას 76 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მშვიდობიან დროს ფერმაში წელიწადში 12 000 ტონა მარცვლეული მოჰყავდათ. საწყობებში შარშანდელი მოსავლიდან 2000 ტონა მარცვლეულია დარჩენილი. რკინიგზა განადგურებულია, გემები კი გაჩერებულია პორტებში. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

სასურსათო კრიზისთან დაკავშირებული მონაცემების გამო გაერო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ცნობილია, კრიზისი უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია.

გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი ვარაუდობს,  რომ 2023 წელს 276 მილიონიდან 323 მილიონამდე გაიზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არასაკამრისი საკვები აქვთ. მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უდავოდ დატოვებს თავის კვალს. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს აღარ აპირებს, კენჭი იყაროს ამ თანამდებობაზე, რომელზეც ყოფნის ვადაც 2023 წლის აგვისტოს იწურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend