მექანიკური პრობლემები, დაგვიანებები, ავარიები – ესპანეთის ტარაგონის პროვინციაში ეჭვქვეშ აყენებენ კატალონიის რეგიონული სამგზავრო მატარებლების სანდოობას. მომხმარებლები ხშირად აწყდებიან პრობლემებს. მათი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
მგზავრები ამბობენ, რომ მატარებლით მგზავრობის დროს თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. მატარებელი სისტემატურად აგვიანებს, ხშირად მექანიკური პრობლემები ჩნდება და ფუჭდება.
ავარია კვირას, 12 ივნისს დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე მოხდა. მიზეზი კი ის იყო, რომ ერთ-ერთმა მატარებელმა სწორედ მაშინ გაიარა, როდესაც წითელი შუქი იყო ანთებული.
შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა რკინიგზის 2 ხაზიდან ერთ-ერთზე უკვე აღადგინეს მოძრაობა.
ადგილიდან დაზიანებული ლოკომოტივიც გაიყვანეს. ეს კატალონიაში ერთ თვეში უკვე მეორე სარკინიგზო ავარიაა.
16 მაისს ბარსელონასთან ახლოს სატვირთო მატარებელი სამგზავრო მატარებელს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 86 კი დაშავდა.