მთავარიევროპაუკრაინალისიჩანსკთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქებამ შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეაფერხოს

ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქებამ შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეაფერხოს

რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას ქალაქ სევეროდონეცკის ასაღებად. მათ ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი ხიდი გაანადგურეს. ხიდის აფეთქებით შესაძლოა შეფერხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვუჰლედარის თბოელექტროსადგურზეც დონეცკში, სადაც მათ უკვე დაიკავეს ქალაქი სვიტლოდარსკი.

მიკოლაივის ფრონტზე უკრაინელი სამხედროები ჯერ ისევ ახერხებენ რუსული ჯარების შეკავებას. უკრაინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსებმა ომის დაწყებიდან 40 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.

სასურსათო კრიზისის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. კიევი ცდილობს, გამონახოს ალტერნატიული გზა მარცვლეულის გასატანად,  რომ პროდუქტი არ გაფუჭდეს. თურქეთი აპირებს, რომ  ამ საკითხის შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლების პროცესში ჩაერთოს.

რუსეთმა ეროვნული დღესასწაული აღნიშნა თითქმის სრულად განადგურებულ ქალაქ მარიუპოლში. ქალაქში ათობით დროშა გამოფინეს.  მარიუპოლში გრძელდება ე.წ. რუსიფიკაციის კამპანია, მოსახლეობას რუსულ პასპორტებს ურიგებენ.

ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს ყირიმშიც, სადაც ფეიერვერკებიც გაუშვეს.  ეს ანექსირებული ტერიტორია უკრაინის ერთადერთი ნაწილია, სადაც ხალხს აფეთქებების ხმის არ ეშინია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend