მთავარი გადაცემები კუბი Amnesty International: რუსეთმა ხარკივში ე.წ. კასეტური ბომბები გამოიყენა

Amnesty International: რუსეთმა ხარკივში ე.წ. კასეტური ბომბები გამოიყენა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშანალმა“ დღეს, 13 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოსკოვი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.

ორგანიზაციის ცნობით, რუსული კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენებით ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ე.წ. კასეტური ბომბები აღჭურვილია ელემენტებით, რომლებიც აფეთქების დროს ასობით კვადრატულ მეტრს აღწევს.

ანგარიში ეფუძნება მტკიცებულებების გამოკვლევას და დაღუპულთა ნათესავების, სხვა მოწმეების და ექიმების ჩვენებების ანალიზს.

Amnesty International-ში აღნიშნავენ, რომ ფლობენ უტყუარ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა მრავალჯერადად გამოიყენა კასეტური ბომბები და ქვეითსაწინააღმდეგო  ნაღმები, რომლებიც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით.

ორგანიზაციის მტკიცებით, ხარკივის საცხოვრებელი სახლები რუსული არმიის სამიზნე ომის დაწყების პირველივე დღიდან იყო.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend