საქსტატის მონაცემებით, ქართველი ქალების მხოლოდ 40 პროცენტია ჩართული ფორმალურ დასაქმებაში, რაც უმეტესწილად განპირობებულია იმით, რომ ქალები საშინაო საქმისა და სამსახურეობრივი მოვალეობების შეთავსებას ვერ ახერხებენ. ოთხიდან სამი გამოკითხული ამბობს, რომ საოჯახო მოვალეობებს, ძირითად, ქალები ასრულებენ. მსოფლიო ბანკი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს – სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე და შესაბამისად ზრუნვის ეკონომიკის და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვაზე ისაუბრეს დღეს კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორიც გაეროს მოსახლეობის ფონდია.
ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი საუბრობს „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში