მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში - დონბასის რეგიონი ინტენსიურად იბომბება

ომი უკრაინაში – დონბასის რეგიონი ინტენსიურად იბომბება

მარიუპოლში მძიმე მდგომარეობაა. ორი კვირის შემდეგ, რაც რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ „გაათავისუფლეს“ ქალაქი და აზოვსტალის ქარხანა.

რუსული მედია ირწმუნება, რომ ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი რამ განადგურებულია.

ამავდროულად,  მოსკოვი აცხადებს, რომ მათ “აზოვსტალის” ქარხანაში დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრების გადაცემა დაიწყეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი გადაასვენეს დედაქალაქ კიევში, სადაც ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ანალიზს უტარებენ.

რუსი სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას  აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისთვის, რომელიც მოსკოვის მთავარი სამიზნეა.

სევეროდონეცკის დაკავებით რუსეთი დონბასის ინდუსტრიული  რეგიონის აღებას დაასრულებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პოზიციებს არ თმობენ.

“რუსეთის არმია ცდილობს, გამოიყენოს დამატებითი ძალები დონბასის მიმართულებით, მაგრამ უკვე 103 დღე გავიდა და უკრაინის დონბასი მტკიცედ დგას”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დონბასში მცირე პროგრესი განიცადეს.

ბრძოლა სისხლიანი აღმოჩნდა, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთი ბომბავს ყველაფერს.

რეგიონის გუბერნატორები ამბობენ, რომ ინდუსტრიულ ცენტრს ინტენსიურად ბომბავენ. მათი თქმით, დაღუპულთა რაოდენობის აღრიცხვა შეუძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend