2022 წლის აუდიტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი იზრდება, რაც ძირითადად დაკავშირებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ქსელის გაფართოებასთან.
ამასთანავე, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სიჩქარის გადაჭარბების გამოვლენა შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე, სადაც ვიდეოკამერების არასაკმარისი რაოდენობაა განთავსებული, ხოლო უბნის ინსპექტორებს, რომლებსაც ძირითადად ევალებათ საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირება, პორტატული რადარები არ გააჩნიათ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის აღნიშნული სახის სამართალდარღვევების გამოვლენას