ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ძალოსანმა ტირანაში ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 462 კილოგრამი აწია და კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.
ტრავმის გამო 28 წლის სპორტსმენს ბოლო მისვლა ჩაუვარდა და მისი წარმატებული სერია ამით დასრულდა, ოლიმპიური ჩემპიონის ანგარიშზე ზედიზედ 51 წარმატებული მისვლა იყო.
მიუხედავად ამისა, ტალახაძემ ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქროს, 7 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.