მთავარიამერიკააშშაშშ-ში მასობრივი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში მასობრივი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესისთან ახლოს კვირას, 5 ივნისს მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

ქალაქ ჩატანუგის პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ორი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ერთს შემთხვევის ადგილიდან მიმავალი ავტომობილი დაეჯახა.

დაზარალებულთაგან ერთი არასრულწლოვანია. ჩატანუგის მერი ტიმ კელი, რომელიც ამავე დროს მონადირეა და იარაღის ფლობს, კონგრესს მოუწოდებს, მასობრივი სროლის აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეგულაციები მიიღოს.

„რა თქმა უნდა, რეგულაციები საჭიროა. კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. ვფიქრობ, დროა, ეს საკითხი ფედერალურ დონეზე განვიხილოთ. ასე რომ გრძელი ზაფხული გველის. ჩვენ მასობრივი სროლების წინააღმდეგ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ჩატანუგის მერმა ტიმ კელი.

ჩატანუგის პოლიციის უფროსის სელესტ მერფის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, დამნაშავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ პოლიციას. ჩატანუგის ცენტრში, ქალაქის ბიზნესუბანში შეიარაღებული დაპირისპირება ერთი კვირის წინაც მოხდა, სროლის შედეგად ექვსი არასრულწლოვანი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend