მთავარიევროპაუკრაინაომის 100 დღე უკრაინაში

ომის 100 დღე უკრაინაში

იუნისეფში აცხადებენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბავშვები ყველაზე მეტად უკრაინის 100-დღიანმა ომმა დააზარალა.

ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 3 მილიონს ბავშვს უკრაინაში, 2 მილიონ 200 ათასს ლტოლვილ ბავშვს კი – მეზობელ ქვეყნებში. 3 ბავშვიდან 2 საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

ამჟამად რუსეთის არმიის ინტენსიური იერიშების სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია.
ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მის დიდ ნაწილს უკვე რუსეთი აკონტროლებს, უკრაინა დანებებას არ აპირებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ნატოს მნიშვნელობასა და ხანგრძლივი ომის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს უკრაინას თავდაცვის უფლების დაცვაში. ამავდროულად, ნატომ არ უნდა დაუშვას ამ კონფლიქტის ესკალაცია, რომელიც შესაძლოა რუსეთსა და ნატოს შორის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ომი  ზოგადად არაპროგნოზირებადია, შესაბამისად, ყველა მომზადებული უნდა იყოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, რადგან ეს ომი ცდის გამძლეობას. მისი აზრით, ეს არის ბრძოლა, რომელშიც უკრაინელები მაღალ ფასს იხდიან, რომ  საკუთარი ქვეყანა დაიცვან.

პრეზინდეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში დანიშნული 3 ახალი ელჩისგან რწმუნებათა სიგელი მიიღო. მან მოუწოდა ელჩებს,  დაეხმარონ უკრაინას ამ ომში საჭირო იარაღით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend