მთავარისაქართველოქართული ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის

ქართული ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის

კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში ბავშვები მოუთმენლად ელიან ანიმაციური ფილმების ნახვას.

„ერთი სული მაქვს, ჩავუჯდე ანიმაციურ ფილმებს“.

„ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს.“

„აქ ბებიასთან და დებთან ერთად მოვედი.“

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კინოაკადემიამ თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალთან თანამშრომლობით ბავშვებისთვის ახალი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება მოეწყო .

„მეთევზე და გოგონა“, „ზოლემია“, „ლილე“, „ჯინო“ – ამ ანიმაციურმა ფილმებმა უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება.

„ჩვენებისთვის ოთხი ახალი ანიმაციური ფილმი შეირჩა, რომლებიც გასული წლის ანიმაციურ ფესტივალში მონაწილეობდნენ. ამავდროულად, მათ დიდი საერთაშორისო წარმატება  ჰქონდათ. და ფაქტობრივად, მსოფლიოს მაყურებელი იცნობს“, – ამბობს ლალი კიკნაველიძე.

ბავშვების განსაკუთრებული აღფრთოვანება ანიმაციურ ფილმ „ზოლემიას“ მოჰყვა.

„ეს არის ამბავი ერთ-ერთ საყვარელ ზებრაზე, რომელმაც სტრესის ფონზე ზოლები დაკარგა. ეს ფილმი საინტერესო პროექტის შედეგად შეიქმნა. ეს იყო კინოცენტრისა და გამომცემლების ერთობლივი ნამუშევარი. ვფიქრობ, კარგი ნამუშევარი გამოვიდა. მან უკვე მოიპოვა ორი საერთაშორისო ჯილდო“, – აღნიშნავს ქეთი ჯანელიძე.

კინო ჩვენების ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი „მეთევზე და გოგონა“ იყო. ეს თოჯინური ანიმაცია რეჟისორმა მამუკა ტყეშელაშვილმა შექმნა.

„ეს არის ანიმაცია მამისა და შვილის ურთიერთობაზე. მუშაობა 2018 წელს დავიწყე და დაახლოებით 2-3 წელი ვიღებდი“, – თქვა რეჟისორმა მამუკა ტყეშელაშვილმა.

ახალ ფილმებთან ერთად ბავშვებმა „წუნა და წრუწუნას“ აღდგენილი ანიმაცია იხილეს.

კინოჩვენების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ რაც შეზღუდვები მოიხსნა, ისინი უფრო ხშირად შეძლებენ ჩვენებების მოწყობას და ბავშვების გახარებას.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend