უეფა დამოუკიდებელ მოკვლევას ჩაატარებს პარიზში შაბათს 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს მომხდარი არეულობისა და ძალადობის შემთხვევების შესასწავლად. რამდენიმე დღით ადრე „ლივერპულის“ გულშემატკივრები და საფრანგეთის ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებდნენ იმ ინციდენტის გამო, რომლის შედეგადაც „რეალ მადრიდთან“ მატჩი გადაიდო.
საფრანგეთის სპორტის მინისტრს ამელი უდეა-კასტერას მიაჩნია, რომ აუცილებელია სიმართლის გაგება, თუ რა მოხდა ბილეთებთან დაკავშირებით და რატომ მიიღო არეულობამ ასეთი მასშტაბი.
თუმცა „ლივერპულის“ გულშემატკივრები, რომელთა შორის ბრიტანეთის პარლამენტის წევრიცაა და რომელიც თამაშსაც ესწრებოდა, პოლიციას ინციდენტის გამწვავებაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ამის მიზეზი უეფას თანამშრომლების სიმცირეც იყო.
ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იან ბირნი ამბობს, რომ ათასობით გულშემატკივარი სტადიონზე შესასვლელად რიგში იდგა. ყველა შესასვლელი ჩაკეტილი იყო. უამრავი ადამიანი შეიკრიბა, თუმცა შესვლას ვერავინ ახერხებდა. ვითარება დაიძაბა. პოლიციამ წიწაკისა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ ადამინების წინააღმდეგ, რომლებსაც ბილეთები ჰქონდათ.
30 000 – 40 000-მდე ბრიტანელი მაყურებელი სტადიონზე ყალბი ბილეთებით მივიდა. „რეალ მადრიდის“ იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც ბილეთების ყიდვა მხოლოდ ელექტრონულად შეეძლოთ, არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.