უმუშევრობის პრობლემის საპასუხოდ, HR პროფესიონალთა ასოციაცია, ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან ერთად საქართველოში კარიერული მართვის ინოვაციური, მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას იწყებს. ამ მიზნით ხორციელდება პროექტი სახელწოდებით “ახალი პროფესიების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების უმუშევრობის დაძლევა”.
როგორ შეუწყობს პროექტი ხელს დასაქმების მაჩვენებლის ზარდას საქართველოში, ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სერგო ნოზაძემ ისაუბრა