მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის პოლიცია მუსლიმანური უმცირესობის წარმომადგენლებს მასობრივად დევნის

ჩინეთის პოლიცია მუსლიმანური უმცირესობის წარმომადგენლებს მასობრივად დევნის

მასობრივი დაპატიმრება, პასუხისგებაში მიცემა, თვალთვალი და სიკვდილის განაჩენი მათთვის, ვინც გაქცევას ეცდება – ეს ის შოკისმომგვრელი სადამსჯელო ღონისძიებებია, რომლებიც საზოგადოებისთვის ჩინეთის პოლიციის 100 000 საიდუმლო დოკუმეტის მოპოვების შედეგად გახდა ცნობილი. ასე ექცევიან  სინძიანის პროვინციაში მცხოვრებ მუსლიმანურ უმცირესობას – უიღურებს ე.წ. საგანმანათლებლო ბანაკებში.

გავრცელებულ მასალებს შორისაა ათასობით ანგარიში უიღურებზე, დუკუმენტებში მათი ფოტოების ნახვაც არის შესაძლებელი.

როგორც ვარაუდობენ, ე.წ. საგანმანათლებლო ბანაკების კედლებს მიღმა მილიონამდე უიღურია განთავსებული. ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ამ ბანაკებში მოხვედრა ნებაყოფლობითია. ქვეყნების მთავრობები, ექსპერტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ ფაქტის გამო შეძრწუნებული არიან.

ანთროპოლოგ ადრიან ცენცისთვის მიუღებელია ჩინელი პოლიციელების ქმედებები და მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი, ასეთი მწირი ინფორმაცია რომ აქვს საზოგადოებას  მათ შესახებ.

ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი ტერეზა ბერგმანი აღნიშნავს, რომ ჩინეთი კაციობრიობის წინაშე ჩადის დანაშაულს, რომელიც წამებას, არასათანადო მოპყრობასა და პატიმრობას უკავშირდება.

როგორც ამბობენ, საგანმანათლებლო ბანაკებში მილიონამდე უიღურია. დოკუმენტების გავრცელება გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის ვიზიტს დაემთხვა. ჩინეთის მთავრობა დასავლურ ქვეყნებს საგარეო ურთიერთობების შეფერხებაში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend