მთავარიევროპაუკრაინარუსული ინტერვენციის 3 თვე

რუსული ინტერვენციის 3 თვე

კიევის ცნობით, ომის სამი თვის თავზე ოკუპანტებმა 30 ათასამდე სამხედრო, 170 სამხედრო შვეულმფრენი, 1300 ზე მეტი ტანკი, 600 ზე მეტი საარტილერიო სისტემა და 3 ათასზე მეტი ჯავშანმანქანა დაკარგეს

უკვე სამი თვეა, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. სამი თვეა უკრაინელები ცდილობენ, დაიცვან თავიანთი სახელმწიფო ოკუპანტებისგან. თავისუფლებისთვის უკრაინა ძალიან დიდი და მძიმე ფასს იხდის.

დღეს კიევში სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ქალაქის ქუჩებში უკრაინის დროშები გამოფინეს.

მონუმენტზე კი ყველას დასანახად დაწერეს: 7,436 უკრაინელის მკვლელი ვლადიმერ პუტინი.

ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგაც, რუსეთი ძალიან შორს არის იმ მიზნებისგან, რომლებიც უკრაინაში დაისახა.

რუსული არმიის მიერ დედაქალაქ კიევის მისადგომებთან განცდილი მარცხის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებმა ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში გადაინაცვლა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამ თვეში ოკუპანტებმა 30 ათასამდე სამხედრო, 170 სამხედრო შვეულმფრენი, 1300 ზე მეტი ტანკი, 600 ზე მეტი საარტილერიო სისტემა და 3 ათასზე მეტი ჯავშანმანქანა დაკარგეს.

აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე კი რთული ვითარებაა. რუსული არმია დონბასში ქალაქ სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობს, სამხრეთის ფრონტის ხაზზე კი შეტევითი სამხედრო ოპერაციის წარმოებისათვის ემზადება.

ომის დასასრული ჯერ არ ჩანს, უცნობია რამდენი უკრაინელი სამხედრო შეეწირა ბრძოლას სამშობლოსთვის.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისი ამბობს, რომ აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად შესაძლოა ასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპოს, ყველაზე მძიმე ბრძოლები ამ ეტაპზე სწორედ დონბასში მიმდინარეობს.

24 თებერვალს დაწყებული რუსული ინტერვენციის შედეგად დადასტურებულია რომ უკრაინის 3,930 მშვიდობიანი მოქალაქე მათ შორის 257 ბავშვი მოკლეს, 4 532 ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის იყო 394 ბავშვი. სავარაუდოა რომ ნამდვილი ციფრი გაცილებით დიდია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend