მთავარი გადაცემები კუბი რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუსეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის ცხრა წლით დაპატიმრების თაობაზე.

45 წლის რუს ოპოზიციონერს რუსეთის სასამართლომ თავდაპირველად თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯა, თუმცა 2022 წლის მარტში მას თანხების გაფლანგვისა და სასამართლოს უპატივცემულობის გამო სასჯელის ვადა ცხრა წლამდე გაუხანგრძლივეს.

ალექსეი ნავალნი სხდომას დისტანციურად დაესწრო, კოლონიიდან, რომელიც მოსკოვიდან 100 კილომეტრით არის დაშორებული. ადვოკატები უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ კომპიუტერისა და ტელეფონის გამოყენების უფლება არ მისცეს. ახლა კი ნავალნის უფრო მკაცრ დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმება.

ფაქტი დაგმო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეპ ბორელმა, რომელიც სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

“დასანანია რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ ცვლის ნავალნისთვის დაწესებულ პოლიტიკურად მოტივირებულ სასჯელს. მისი გადაყვანა უფრო მკაცრ კოლონიაში  კიდევ ერთი ნაბიჯია კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. რუსეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი ნავლანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი, წინაპირობების გარეშე”, — წერს ისე.

ნავალნი 2020 წელს მოწამლეს ნივთიერება “ნოვიჩოკით“, თუმცა კრემლი ამ საქმეში მონაწილეობას დღემდე უარყოფს. რუსმა ოპოზიციონერმა მკურნალობის კურსი გერმანიაში გაიარა. ის რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend