მთავარიევროპაუკრაინარუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დაბომბვას განაგრძობს

რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დაბომბვას განაგრძობს

რუსულ ძალებს სურთ, აიღონ ქალაქი სევეროდონეცკი, რომელიც ლუჰანსკის რეგიონში მდებარეობს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსი სამხედროები წინ მიიწევენ რუბიჟნე-სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებით და გამუდმებით თავს ესხმიან ქალაქებს.

უკრაინულმა მხარემ მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე გადასასვლელი გაანადგურა. მათი მიზანი რუსული ძალების შეჩერებაა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, დღეს შეიძლება ბრძოლაში, რომელიც აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარეობს, 50-დან 100-მდე ადამიანი დაიღუპოს. უკრაინელები იცავენ ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და რომელსაც უკრაინელი ხალხი  პირადად შეიგრძნობს.

ომის მძიმე კვალი ეტყობა სალტივკასაც, ერთ დროს  ხარკივის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანს. ნახევრად განადგურებულ საცხოვრებელ კორპუსებს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. მათ, ვინც  დარჩენა გადაწყვიტა, ახლა ახალ რეალობასთან უწევთ შეგუება.

მარიუპოლშიც „აზოვსტალის“ ქარხანა, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობდა, თითქმის სრულად განადგურებულია.

ადგილობრივები  ნანგრევებში საკვებსა და არსებობისთვის აუცილებელ  ნივთებს ეძებენ, რომ როგორმე გადარჩნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend