ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 12 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 92 შემთხვევა გამოვლინდა.
ორგანიზაციის განცხადებით, დაავადებული პირებისგან უმეტესობას არასდროს უმოგზაურია იმ რეგიონებში, რომლებიც მაიმუნის ყვავილის გავრცელების ადგილად მიიჩნევა. ვირუსი ძირითადად აფრიკის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში გვხვდება, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში დაავადების ასამდე შემთხვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლინდა.
ევროპაში ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პორტუგალიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთშია.
მაიმუნის ყვავილის შესახებ „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა