მთავარიმსოფლიოNATOევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს 40 ათასი სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი

ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს 40 ათასი სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი

რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რომლის ამოსავალი წერტილი ეგრეთ წოდებული გავლენის სფეროების გადანაწილება და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება იყო, კრახით სრულდება.

მისი მეზობელი ფინეთი და შვედეთი სავარაუდოდ, ძალიან მალე ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან და ამგვარად ფინეთი იქნება ალიანსის წევრი სახელმწიფო ყველაზე გრძელი 1300 კილომეტრიანი საზღვრით რუსეთთან.

რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, ახლა ევროპის ცაზე ამერიკის შეერთებული შტატების 15-ჯერ მეტი სამხედრო საჰაერო ხომალდი დაფრინავს. ბალტიის ზღვაში კი ვაშინგტონის სამხედრო საზღვაო ხომალდები უფრო ხშირად ჩნდებიან.

უპრეცედენტოდაა გაზრდილი ნატოსა და ამერიკის ჯარებს მობილიზიაც რუსეთის საზღვრებთან. ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მზადყოფნაში მოყვანილია 40 ათასი სამხედრო.

“საერთო ღირებულებები ჩვენ გვაერთიანებს, დემოკრატია და თავისუფლება. აღმოსავლეთ ევროპაში ომი სწორედ ამ ღირებულებების დაცვასაც ემსახურება. დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროპის ისტორიის ყველაზე მძიმე მომენტებს გვაგონებს. ასეთ დროს კი მეგობართა ერთიანობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

ალიანსის გაძლიერებაზე საუბრობს ფინეთის პრეზიდენტი.

“უკრაინაში რუსულმა ომმა ევროპის უსაფრთხოების სისტემა შეცვალა. ფინეთის ნატოში შესვლა არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსი, არამედ ჩრდილო – ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება“, – ამბობს საული ნიინისტო, ფინეთის პრეზიდენტი.

მოსკოვში კი ჰელსინკისა და სტოკჰოლმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღებაზე საუბრობენ, ხან სიურპრიზებს აანონსებენ და ხან ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებიან.

დღეს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივების შესახებ ისაუბრა.

“ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას აპირებენ. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ დასავლეთ სამხედრო ოლქში რეზერვების გადასროლას. ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, დასავლეთ სამხედრო ოლქში 12 ახალი სამხედრო შენაერთი ჩამოყალიბდება“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

თუმცა აშაკარაა, სტოკჰოლმსა და ჰელსინკში კრემლის არ ეშინიათ. ბრიუსელში კი ახალი წევრების მისაღებად ემზადებიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend