მთავარისაქართველოსაქართველოში მუზეუმის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს

საქართველოში მუზეუმის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სია… სიმბოლიკა, რომელიც ტოტალიტარული მმართველობის წლებს ასახავს.

ახლა, საქართველოში მუზეუმის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია დაარსების დღიდან ცდილობს, გამოავლინოს და საერთო მეხსიერების ნაწილად აქციოს საქართველოს უახლესი ისტორია. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას ჯერ საკუთარი მუზეუმი არა აქვს, მაგრამ კვირეულს ამ სახით შეურთდა და საბჭოთა წარსულით დაინტერესებულ სტუმრებს უმასპინძლა.

გამოფენის ერთ-ერთი თვალსაჩინო ექსპონატი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლია. საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი რუსიკო კობახიძე ამბობს რომ გამოფენის მოწყობის იდეა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.

“ჩემდა გასაკვირად უცებ ბევრი დაინტერესდება ამ მუზეუმებით, თურმე მეტი ადამიანი გვყოლია ვინც ინტერესდება წარსულით და გადავწყვიტეთ, რომ რაც გვაქვს ჩვენს კოლექციაში ეს ექსპონატები გამოცემები წარმოგვედგინა”, – ამბობს საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი რუსიკო კობახიძე.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით მთავრდება საბჭოთა კავშირის ისტორია საქართველოში, თუმცა როგორც ლაბორატორიის ისტორიკოსები ამბობენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტოტალიტარული რეჟიმის მიერ წაშლილი ამბები ადამიანების მეხსიერებაში უნდა დაბრუნდეს, იმისთვის რომ მუდმივად გვახსოვდეს რა ფასი აქვს თავისუფლებას.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend