საქართველოში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. გუშინ, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ბოლნისის მუზეუმში მოეწყო ტურები სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები და გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პრეზენტაცია.
რა ღონისძიებებით შეუერთდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი კვირეულს, ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ისაუბრა