კომპანია “მეტას” მიერ დაფუძნებული სამეთვალყურეო საბჭო იმედგაცრუებულია, მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა უკან გაითხოვა წერილი პოლიტიკური რეკომენდაციების შესახებ, რომლის საშუალებითაც უკრაინაში მიმდინარე ომზე ინფორმაციის მოდერაცია უნდა განეხილათ.
თავდაპირველად, კომპანიამ საბჭოს საკონსულტაციო მოსაზრება მარტში მოითხოვა, როდესაც “მეტამ” დროებით შეამსუბუქა ძალადობრივი და სიძულვილის ენის აკრძალვა.
კომპანია “მეტას” მიერ დაფუძნებული სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც განიხილავს სოციალურ ქსელში წინააღმდეგობრივი პოსტების მოდერაციის საკითხს.
საბჭო, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40-მდე ადამიანისგან შედგება ცდილობს, იპოვოს ბალანსი სიტყვის თავისუფლებასა და გამოქვეყნებული პოსტების მიმღებლობას შორის.