მთავარიმსოფლიოNATOფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს გააკეთებენ

ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს გააკეთებენ

ნატოში გაწევრებაზე განცხადებას ორი ახალი ქვეყანა შეიტანს. შვედეთის მმართველმა  სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრებას მხარი დაუჭირა.

შვედეთის მთავრობამ ნატოში გაწევრების გადაწყვეტილება ფინეთის შემდეგ გამოაცხადა. რამდენიმე საათით ადრე, ფინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყანა ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის.

„ჩვენი 200 წლიანი სამხედრო პოლიტიკა შვედეთს კარგად ემსახურებოდა. თუმცა ახლა ჩნდება კითხვა, თუ რამდენად მომგებიანი იქნება სამხედრო დამოუკიდებლობა. რუსეთის უკრაინაში შეჭრა არა მხოლოდ უკანონოა, არამედ ის ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს, რომელზეც შვედეთი თავის უსაფრთხოებას აშენებს“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

ფინეთის პრეზიდენტმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ქვეყნის გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და ალიანსის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

„დღეს არის ისტორიული დღე. ფინეთი მაქსიმალურად გაზრდის თავის უსაფრთხოებას. და ეს არც თუ ისე შორი მომავალია”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ.

ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას ჰელსინკიში მოქალაქეებს შორის არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ამ ნაბიჯს მიესალმება.

„ამით მე ნამდვილად ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ფინეთი ნატოს წევრი გამხდარიყო”, – ამბობს სტუდენტი იააკო იჰო.

თუმცა ბევრი გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებს.

„არ მგონია, რომ რუსეთი ჩვენზე თავდასხმას აპირებდეს. რუსეთთან ჩვენ ძალიან გრძელი საზღვარი გვაქვს, ამიტომ მირჩევნია მათთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს და ნეიტრალიტეტი შევინარჩუნოთ“, – ამბობს იარნო პარტანენი.

ნატოს წარმომადგენლების განცხადებით, ნატოს კარი ორივე ქვეყნისთვის ღიაა. მათ განცხადებებს კი მხარი ალიანსის ოცდაათივე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend