უკვე მეშვიდედ, საქართველოში „კანის ახალგაზრდა ლომების” ფესტივალი გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში – მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი და პრინტი.
ოქროს ჯილდოს მფლობელი გუნდები ივნისში საფრანგეთში გაემგზავრებიან და კანის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის, საქართველოს სახელით იასპარეზებენ.
„კანის ლომების“ საერთაშორისო ფესტივალის ისტორია 1953 წელს იწყება, სწორედ ამ დროს გამოეყო ის კანის კინო ფესტივალს და უკვე 63 წელია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ფესტივალი.
თემაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში „კანის ლომები საქართველოს” – პროექტის მენეჯერი, ნატალია ფირცხალავა საუბრობს