მთავარი მსოფლიო დიდმა ბრიტანეთმა, ფინეთმა და შვედეთმა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

დიდმა ბრიტანეთმა, ფინეთმა და შვედეთმა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

დიდმა ბრიტანეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთის დახმარებას ითვალისწინებს.

ახალი შეთანხმება  იმისთვისაც შეიქმნა, რომ ფინელები დაარწმუნონ ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაში. უსაფრთხოების შესახებ ორი ქვეყნის შეთანხმება მიუღებელია რუსეთისთვის.

მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის  ჯონსონმა უსაფრთხოების  იგივე გარანტიები შესთავაზა შვედეთს.

ორივე სკანდინავიური ქვეყანა შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის  შეჭრის გამო. მათ  ნატოში გაწევრიანების სურვილი აქვთ.

გაერთიანებული სამეფოს შეთანხმება მოიცავს პოტენციურად დაუცველი ქვეყნების მხარდაჭერას  გარდამავალ პერიოდში,  განაცხადის შეტანიდან ნატოში გაწევრიანებამდე, რასაც, შესაძლოა, დაახლოებით  12 თვე დასჭირდეს.

შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები  აცხადებენ, რომ ბრიტანელების შეთავაზება დიდი დაძაბულობის ფონზე მნიშვნელოვანი განაცხადია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend