ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და თელავივის „თეთრი ქალაქი”- ასე ერქვა პრეზენტაციას, რომელიც თბილისში გაიმართა და საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლისთავს მიეძღვნა.
პროექტის ავტორები თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრი „Domus Georgia” და საქართველოში ისრაელის საელჩო არიან.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის შესახებ Domus Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, არქიტექტორმა ლენა კილაძემ ისაუბრა