„ევრონიუსის“ გადაცემა „კატარი 365“-ი ეწვია კატარის ყველაზე საინტერესო ისტორიულ ადგილებს – უძველეს ციხესიმაგრეებსა და განახლებულ სასახლეებს. მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ არის ასე რთული აქამდე უცნობი ამბების გამომზეურება? და რას ისწვალის მომავალი თაობა წარსულის გაკვეთილებზე?
“მშეირების მუზეუმი”
“მშეირების (Msheireb) მუზეუმი”, რომელიც ოთხ ისტორიულ ნაგებობას მოიცავს, აჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდ კატარი, სანამ დღევანდელ სახეს მიიღებდა. ოთხივე მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საძირკველი, ოთხივე დოჰის ცენტრში მდებარობს და მისი განახლების ისტორიას მოგვითხრობს. მაგალითად, ბინ ჯელმუდის სახლი კატარის სოციალური განვითარების ისტორიას ჰყვება.
„მშეირების მუზეუმის“ გამოფენის მენეჯერი ფაჰად ალ-თურქი განმარტავს:
„ბინ ჯელმუდის სახლის მისია ნაწილობრივ ისიც არის, რომ პატივი მიაგოს იმ კულტურულ და ეკონომიკურ წვლილს, რომელიც მონებმა შეიტანეს კატარის სახელმწიფოს ისტორიაში, რათა მოგვითხროს ამბავი, რომელზეც ხშირად სამყაროს ამ ნაწილში დუმილს ამჯობინებენ.“
ოთახები და დერეფნები ისტორიის იმ პერიოდის ცივილიზაციას გვაცნობს.
საზოგადოებას შეუძლია, თანამედროვე კატარის დამფუძნებლის ვაჟის სახლიც ნახოს, რომელსაც „მშეირების“ნაწილად მიიჩნევენ, რადგან ისიც აქაურობის ამბავს მოგვითხრობს.
რადვანის სახლში შეგიძლიათ კატარის ტრადიციული ცხოვრების წესს გაეცნოთ და ქალაქის ერთ-ერთი პირველი არქეოლოგიური ძეგლი ნახოთ.
„კომპანიის სახლში“ (Company House) იმ ცვლილებებს იხილავთ, რომლებიც ნავთობის აღმოჩენამ და ელექტროენერგიის ეპოქამ მოიტანა. ამ შენობაში კატარის პირველი ნავთობის კომპანიას ედო ბინა.
წარსულის კვლევა
დოქტორ ალექსანდრინ გერენი მუზეუმის არქეოლოგიისა და ადრეული ისტორიის განყოფილების კურატორია და კატარის არქეოლოგიურ გათხრებს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან სტუმრობდა. იგი პირველად „მურვაბის“ (Murwab) გათხრების დროს ჩამოვიდა. მურვაბი „არქეოლოგიური გათხრის ერთადერთი ადგილია, რომელიც აბასიანთა ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება – ეს ისლამური კატარის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გარკვეულწილად, ოქროს ხანის დასაწყისია. სპარსეთი ყურე ვაჭრობისა და ახალი იდეების სატრანზიტო ცენტრად ყალიბდებოდა და კატარიც მისი ნაწილი გახდა.“
ეს არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 240-ზე მეტი ოთახი და უჯრედი, მეჩეთი და ციხესიმაგრეა, მნახველს მეცხრე საუკუნის ყოფას აცნობს.
ალ ზუბარაჰი Al Zubarah კატარის ყველაზე დიდი არქეოლოგიური ძეგლი და კატარის პირველი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ის სიცოცხლით სავსე სავაჭრო ქალაქი იყო. საინტერესოა, როგორ ვადგენთ მისი ნანგრევების მიხედვით, რომ აქ ერთ დროს სპარსეთის ყურის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი მდებარეობდა? მოდით, შიგნით შევიხედოთ…
ალ ზუბარაჰის ციხესიმაგრე – იუნსეკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლი
ალ ზუბარაჰი (Al Zubarah) კატარის ყველაზე დიდი არქეოლოგიური ძეგლი და კატარის პირველი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ეს სიცოცხლით სავსე სავაჭრო ქალაქი იყო მე-18 და მე-19 საუკუნეებში.
ალ ზუბარაჰის ციხესიმაგრე შეიხმა აბდულა ბინ ჯასიმ ალ თანიმ 1938 წელს ააგო და რომელიც თავდაცვის რთული სისტემის ნაწილი იყო.
ეს არქეოლოგიური ძეგლი მოიცავს ეზოიანი სახლებისა და მეთევზეთა ქოხების ნაშთებს, ვიწრო შუკების, მეჩეთების და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასახლეთა ნანაგრევებსაც. ეს ქალაქი უდაბნოდან მონაბერი ქვიშის ფენამ შემოინახა, რისი წყალობითაც ნანგრევები, ფაქტობრივად, ხელუხლებლად არის დაცული.
კატარის მუზეუმის არქეოლოგიის, გათხრებისა და არქეოლოგიური ძეგლების მართვის ხელმძღვანელი დოქტორი ფერჰან სერკალი ამბობს, რომ „კატარი აყვავებული სახელმწიფო იყო და ოსმალთა იმპერიის, სპარსეთისა და ევროპული სახელმწიფოების კონტროლს არ ექვემდებარებოდა. ამიტომ ამ რეგიონის ისტორიისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტის ქვაკუთხედს წარმოადგენს.“
ახლა ეს ციხესიმაგრე ტურისტების საყვარელი ადგილი და მუზეუმია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორი იყო ამ მარგალიტებით მოვაჭრე ქალაქის ყოველდღიურობა და თან გამქრალი ეპოქის არქეოლოგიურ ხსოვნას იცავს.
ავტორები: მირანდა ატი და შეჰერაზადე საფლა