თოვლჭყაპი წვიმაში გადაიზარდა. ჩემი დიპლომატიური წარსულის დამსახურებით, ასევე სტოკჰოლმში გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოების მიერ უსაფრთხოების სკათხების მოგვარების შემდეგ ბოლოს და ბოლოს შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბმა შემიშვა გოტლანდის სამხედრო დანაყოფის ტერიტორიაზე – ბალტიის ზღვაში მდებარე ძალიან დიდი სტარტეგიული მნიშვნელობის მქონე კუნძულზე.
ტალახში გართხმულმა როგორც შევძელი ის გადავავლე თვალი წიწვოვან ტყეში მიმოფანტული ახალგაზრდა ჯარისკაცების დაძაბულ სახეებს, რომლებმაც ჩაუარეს დამალულ ტანკს, ორიოდე წუთით კლდესთან შეჩერდნენ და მერე უხმოდ დაიძრნენ იმ თხრილისკენ, რომელიც პატარა ქედს მინდვრისგან ჰყოფდა. ეს სცენა კარგად დადგმუი ომის ბალეტოს ქორეოგრაფიას წააგავდა, თითოეული მებრძოლი ზუსტად იემორებდა კარგად გაწრთვნილი რაზმის ნახაზით გათვალისწინებულ მოძრაობას. უეცრად წინ ბალახებში შავი სილუეტი აღიმართა. რაზმის მეთაური ბენჯამინი ბრძანებას იძლევა: „ცეცხლი!“
თავდაცვის გაძლიერება
საბედნიეროდ ჩემი ყურსაცობები კარგი გამოდგა – დღეს წვრთნაზე ჯარისკაცები ნამდვილ იარაღს იყენებენ. მთელი დღის განმავლობაში გამოცდილი ჯარისკაცები და ახალწვეულები ტყის უზარმაზარ მასივში ჯგუფ-ჯგუფად ირევიან. ასე ხდება ცოდნის გაზიარება. ახალმოსულებს ასწავლიან, თუ როგორ მოიქცნენ, როცა გარემოება მოულოდნელად შეიცვლება ან როგორ დახვდნენ მტრის საჰაერო დესანტს.
ცივი ომის შემდეგ შვედეთმა კუნძულის დემილიტარიზაცია მოახდინა. რატომღაც გაჩნდა გულუბრყვილო რწმენა, რომ მარადიულმა მშვიდობამ დაისადგურა.
მაგრამ როდესაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმი დაიპყრო, შვედეთის მთავრობამ გოტლანდის უსფართხოებას სხვა თვალით შეხედა და კუნძულზე რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ჩააყენა. ახლა კი შვედეთმა შეიარაღების ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა.
გოტლანდის პოლკის მეთაურმა მაგნუს ფრიკვალმა დრო იპოვა და მცირე ინტერვიუ მომცა.
„რა გსურთ?“ – ვეკითხები – „შეძლებთ გოტლანდის დაცვას თავდასხმის შემთხვევაში?“
„ვისურვებდი, რომ უკეთესი საჰაერო თავდაცვა და მეტი ტანკი გვქონოდა,“ – მიპასუხა მაგნუსმა. „მე არმიის ოფიცერი ვარ – ამიტომ ყოველთვის მეტი ტანკი მინდა…მაგრამ მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ახლა ვქმნით ჩვენს თავდაცვას. გოტლანდი სრულ მზადყოფნაშია, გოტლანდის დაცვა შესაძლებელია და მას დავიცავთ.“
ოპოზიციური პარტიები ნატოში სწრაფი გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ
საინტერესოა, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ რუსეთმა გოტლანდი დაიკავოს? სტოკჰოლმში ამ კითხვით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია Moderaterna-ს საგარეო პოლიტიკის პრესმდივანს მივმართე.
„გამორიცხავთ რუსეთის მხრიდან რამე სამხედრო მოქმედებას ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და თქვენი სახელმწიფოს, კერძოდ შვედეთის კუნძულ გოტლანდის მიმართ, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს?“ – ვეკითხები მე. ვალმარკი პირდაპირ, მოკლე და მოჭრილ პასუხებს მაძლევს: „არა და სწორედ ამიტომ გვჭირდება ნატოში შესვლა.“
„როდის შევა შვედეთი ნატოში?“ – ისევ ვეკითხები ვალმარკს. იგი შემდეგ პასუხს მაძლევს: „იმედი მაქვს, რომ კენჭს პარლამენტში ზაფხულამდე ვუყრით, რათა შევძლოთ, შევუერთდეთ, როგორც შემსვლელი ქვეყანა მადრიდის სამიტამდე, რომელიც ივნისის ბოლოს იგეგმება.“
1808 წელს გოტლანდი რუსებმა დაიპყრეს. ოთხი კვირის შემდეგ შვედებმა ისინი გაყარეს. მაგრამ რა ხდება დღეს?
თუ შვედეთი ნატოში შევა, მოსკოვი მის მახლობლად რუსულ ანკლავში – კალინინგრადში – „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს განათავსებს. არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთს გოტლანდის დაპყრობა და იქ S-400 ტიპის რაკეტების განთავსება სურს. ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს, მთელი ბალტიისპირეთი გააკონტროლოს. მაგრამ თუ შვედეთს ნატო დაიცავს, რუსეთი მის ტერიტორიაზე ვერ გაბედავს შესვლას.
შვედეთიც და ფინეთიც ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ ნატოსი – არა. პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღებას დიდი დისკუსია მოჰყვა, რადგან სულ უფრო მეტ ადამიანს სურს დასავლეთის ალიანსის დამცავი ქოლგის ქვეშ შესვლა.
ეს საკითხი მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს ცხარე კამათის თემა იქნება. აპრილში შვედეთში ყოფნის დროს ამ საკითხზე რამდენიმე კარგად ინფორმირებულ ადამიანს ვესაუბრე შვედეთის დედაქალაქში და მივიღე მკაფიო სიგნალები, რომ ეს ქვეყანა – ფინეთთან ერთად – აპირებს უარი თქვს მის ისტორიულ სამხედრო ნეიტრალიტეტზე და ნატოში შევიდეს. პუტინის ომმა უკრაინაში შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებას აზრი შეაცვლევინა. ათწლეულების განმავლობაში ორივე ქვეყანა თავისი სამხედრო ნეიტრალიტეტით ამაყობდა, მაგრამ ახლა უმრავლესობა ნატოში შესვლას ემხრობა.
ევროპის უსაფრთხოების ახალი წესრიგი
ჩემს სმარტფონზე ბოლო წუთს ახალი მესიჯი გამოჩნდა. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა პრესკონფერენცია დანიშნა. მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან მცირე საუბრის შემდეგ მომეცა შესაძლებლობა ანდერსონისთვის კითხვები დამესვა.
„რუსეთმა თქვენი მთავრობის მისამართით მუქარა გამოგზავნა, რომ ნატოში არ შეხვიდეთ. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მოვლენებსა და ომს უკრაინაში, თუ განიხილავთ, რომ ნატოში შესვლის გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღოთ?“ – ვკითხე პრემიერ-მინისტრს.
„ჩვენ ყველა ერთი რამისთვის ვიბრძვით – ესაა მშვიდობის დამყარება უკრაინაში და ევროპის უსაფრთხოების იმ სისტემის დაცვა, რომლის ცენტრალური ნაწილია ის, რომ თითოეული ქვეყანა საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს…ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას და ამას ისეთი სისწრაფით გავაკეთებთ, როგორსაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ,“ – მიპასუხა პრემიერმა.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, კიდევ ჩავეკითხე: „მაგრამ ნატოს წევრობა არ არის გამორიცხული?“.
„არ არის გამორიცხული. ჩვენ იმას გავაკეთებთ, რასაც საჭიროდ ჩავთვლით შვედეთის უსაფრთხოებისათვის,“ – ასეთი იყო პასუხი.
უძლეველი ვიკინგები საკუთარ თავს თავადვე იცავენ – ეს ტრადიციული შვედური მიდგომა თანდათან ფერმკრთალდება… შვედეთის ახლო მეზობელი ძლიერი და აგრესიული ზესახელმწიფოა, რომელიც აწარმოებს ომს დამოუკიდებელი სახელწმიფოს წინააღმდეგ ევროპაში. ამიტომ შვედების უმეტესობას მიაჩნია, რომ თავს უფრო მშვიდად მაშინ იგრძნობს, თუ მათი უსაფრთხოების გარანტი იქნება ნატოს მეხუთე მუხლი და ამ სამხედრო ალიანსის ლოზუნგი: ერთი ყველასათვის და ყველა – ერთისათვის.
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი