გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ტექნოპარკში PechaKucha Night Tbilisi-ს მე-17 ღონისძიება გაიმართა. საღამო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების სექტორში ქალების ჩართულობა – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა, ანა ფაშალიშვილმა ისაუბრა