სახალხო დამცველმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ორი ახალი კვლევა მოამზადეს. ერთი ეხება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს. მეორე კვლევა კი ქვემო ქართლში ადრეულ ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკაზეა.
კვლევების მთავარ მიგნებებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “გაეროს მოსახლეობის ფონდის” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე საუბრობს.