მთავარი საქართველო საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა.

დელეგაციის წევრებმა გამგზავრებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაიარეს. უკრაინაში სულ რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. ამ შემადგენლობის წევრობაზე უარი თქვა ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. უკრაინაში ასევე არ წავა პარლამენტის ფრაქცია “ევროპელი სოციალისტები”. გამგზავრების ტექნიკური დეტალები გასაიდუმლოებულია.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მასთან ერთად კიევში მიდის სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ალეკო გვეტაძე

ინფრომაცია განახლდა 17:30 საათზე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend