მთავარიმსოფლიოემანუელ მაკრონი: სიტყვა „გენოციდი“ იურისტებმა უნდა განსაზღვრონ და არა პოლიტიკოსებმა

ემანუელ მაკრონი: სიტყვა „გენოციდი“ იურისტებმა უნდა განსაზღვრონ და არა პოლიტიკოსებმა

საერთაშორისო მკვლევრები, მათ შორის ფრანგი ექსპერტები ადასტურებენ, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს აწყობს.

თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ამბობს, რომ სიტყვა გენოციდი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, როდესაც ყველა მტკიცებულება შეგროვდება.

,,სიტყვა გენოციდს აქვს თავისი მნიშვნელობა და მას იურიდიული განმარტება სჭირდება და არა პოლიტიკოსების შეფასება. თუ ეს გენოციდია, მაშინ სახელმწიფოებმა საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად უნდა იმოქმედონ. ეს არის ის, რაც ხალხს სურს? მე ვფიქრობ, რომ არა. ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც უკრაინას ვერ დაეხმარება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ „გენოციდის“ დამტკიცება იურიდიული თვალსაზრისით ძალიან რთულია.

”გენოციდის დანაშაულის დამტკიცება ძალიან რთულია, რადგან  უნდა დადგინდეს კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში გენოციდი მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ამ სიტყვებს დიდი ძალა აქვს. ეს პოლიტიკური განცხადებაა და, რა თქმა უნდა, გულისხმობს ზოგიერთ შემაშფოთებელ ტენდენციას და გარკვეულ ანგარიშს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უკრაინიდან. თუმცა არ მგონია, რომ მან ეს განცხადება რამე ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა”, – მიიჩნევს იურისტი გისო ნია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ აქვთ საფუძველი, რუსეთი ომის დამნაშავედ იყოს მხილებული.

„როგორც 2 მარტს სასამართლოში განვაცხადე, ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ჩადენილია იურისდიქციით განსაზღვრული დანაშაულები“, – განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა.

უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტ ტერიტორიას „გაათავისუფლებენ“, რუსეთის მიერ ჩადენილი უფრო მეტი დანაშაული გამოვლინდება.

რუსეთი საერთაშორისო მართლმსაჯულებას „მიკერძოებაში“ ადანაშაულებს, მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები სწორედ უკრაინელებმა დახოცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend