მთავარიევროპაუკრაინარუსული ჯარების გასვლის შემდეგ მოსახლეობა ბოროდიანკასა და ჩერნიჰივში ბრუნდება

რუსული ჯარების გასვლის შემდეგ მოსახლეობა ბოროდიანკასა და ჩერნიჰივში ბრუნდება

ძარცვა, წამება, გაუპატიურება, მკვლელობა… რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინელების ტანჯვას საზღვარი არ აქვს. ბუჩის, ბოროდიანკისა და ჩერნიჰივის მცხოვრებლები ჰყვებიან იმას, რაც საკუთარი თვალით ნახეს და განიცადეს. ეს საშინელება მათ არასდროს დაავიწყდებათ. თუმცა მოსკოვი ამ ბრალდებებს ანტირუსულ პროპაგანდას უწოდებს.

„ჩემი თანამშრომლის ქმარი ოთხი დღის განმავლობაში გამომწყვდეული იყო სარდაფში და საშინლად აწამებდნენ. როცა სახლში გამოუშვეს, ბავშვივით ტიროდა,“ – ამბობს ბოროდიანკის მკვიდრი ნატალია.

ქალაქი ჩერნიჰივი განადგურებულია. აქ რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ თითქმის აღარავინ დარჩა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა ჩერნიჰივში და რამდენმა მოახერხა გაქცევა.

„ჩემი ძმისშვილი დასახვრეტად გარეთ ორჯერ გამოიყვანეს. ჯერ მუხლებზე დააყენეს და შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს,” – ამბობს ჩერნიჰივის მკციდრი ვალენტინა.

ყველას, მათ შორის ვალენტინას, რუსი ჯარისკაცების დაბრუნების ეშინია…

„ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ დაბრუნდებიან. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვეშინია. გულის სიღრმეში, მათ დაბრუნებას ველოდებით კიდეც. ცუდად ვარ იმის გამო, რომ ჩემს ქალიშვილს ჩემს შვილიშვილთან წასვლა სურდა, მე კი მათთან ერთად წასვლა ვერ შევძელი,” – ამბობს ვალენტინა.

ომს გამოქცეული ბევრი ადამიანი ბრუნდება იქ, სადაც ერთ დროს მათი სახლები იყო. მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა, რადგან ქვეყანაში ომი კვლავ გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend