მთავარი ევროპა უკრაინა ექსპერტები რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ფაზას რუსეთისთვის წარუმატებლად აფასებენ

ექსპერტები რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ფაზას რუსეთისთვის წარუმატებლად აფასებენ

რუსი სამხედროები უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან გადიან. რუსეთი ძალის მობილიზებას ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ცდილობს. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, უკრაინაში მიმდინარე ომი მეორე ფაზაში გადადის, რადგან პირველი ფაზა მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსეთის სტრატეგიის შესახებ „ევრონიუსი“ ამერიკელ ისტორიკოსსა და სტრატეგიული კვლევების ექსპერტს ფილიპ ო’ბრაიენს ესაუბრა.

ო’ბრაიენს მიაჩნია, რომ რუსეთს ერთი მიზანი აქვს – სამხედრო მოქმედებების შემცირებით მას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ტერიოტირიების ნაწილის დაკავება და რუსეთისთვის შეერთება სურს.  მისი თქმით, რუსები ეცდებიან, კიევისა და ჩრდილოეთის ქალაქების ასაღებად გაგზავნილი ჯარის უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გადაყვანას.

თუმცა, როგორც ექსპერტი ამბობს, ახლა ნამდვილად არ არის შესაფერისი დრო. თოვლი გადნა, ტალახი კი მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აფერხებს. ტალახის დროს ტექნიკა მხოლოდ მთავარ გზაზე მოძრაობს და გზიდან გადახვევა შეუძლებელი ხდება, რაც მას მოქნილობას აკარგვინებს. ეს კი უკრაინელებს უპირატესობას ანიჭებს, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ადვილად შეამჩნეევენ მოწინააღმდეგეს.

პროფესორი ო’ბრაიენი თვლის, რომ რუსეთის არმია აღარ უნდა მივიჩნიოთ ყოვლისშემძლედ, რადგან უკრაინასთან ომში რუსეთმა თავისი საუკეთესო ფორმირებების 75 პროცენტი გამოიყენა პირველივე ფაზაში, რომელიც მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend