მთავარიევროპაიტალიაუკრაინელმა და რუსმა ბალეტის მოცეკვავეებმა ნეაპოლში უკრაინის მხარდასაჭერად ერთად იცეკვეს

უკრაინელმა და რუსმა ბალეტის მოცეკვავეებმა ნეაპოლში უკრაინის მხარდასაჭერად ერთად იცეკვეს

ნეაპოლში, სან-კარლოს თეატრში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო გალაკონცერტზე უკრაინელი, რუსი და სხვა ეროვნების ბალეტის მოცეკვავეები ერთად გამოვიდნენ სცენაზე.

“მჯერა რომ ასეთ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია სცენაზე ერთად ვიდგეთ. ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინისთვის, თუნდაც მცირე რამ, ეს ყველას ამოცანაა,” – ამბობს ოლგა სმირნოვა.

“ახლა უკრაინას ყველა უნდა დაეხმაროს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ეს ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია,“ – ამბობს უკრაინელი პრიმა-ბალერინა ევრონიუსთან საუბარში.

ოლგა და ანასტასია მსოფლიოს გამორჩეული ბალერინები არიან, თუმცა ახლა ისინი თავიანთ სტატუსს გვერდით გადადებენ და სცენაზე ერთად გამოვლენ. საზარეზლი ომის წინააღმდეგ რუსი და უკრაინელი მოცეკვავეები თავიანთ ნიჭსა და სულისკვეთებას გააერთიანებენ.

გალა საღამოს ბილეთები რამდენიმე დღეში გაიყიდა, თუმცა მას პროტესტიც მოჰყვა უკრაინის საკონსულოსა და უკრაინული თემის მხრიდან ნეაპოლში. მათ უკრაინელი მოცეკვავეები რუს მოცეკვავეებთან ერთად გამოსვლის გამო გააკრიტიკეს.

მოცეკვავეებისთვის ადვილი არ არის მშვიდობის სახელით ცეკვა უკრაინიდან გავრცელებული კადრების ფონზე, რის გამოც რუსეთს ომის დანაშაულებებში ედება ბრალი.

“როდესაც მოცეკვავეები რეპეტიციის დასაწყებად შეიკრიბნენ, უკრაინელები და რუსები ემოციურად ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრისას სიხარული არ იგრძნობოდა. ბევრ მათგანს რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, რომლებიც მათ რუსეთიდან წასვლას არ ეთანხმებიან,” – ამბობს სან კარლოს თეატრის სამხატვრო რეჟისორი სტეფან ლისნერი.

“ეს მეგობრობის ამბავზეა. ცეკვას საზღვრები და ეროვნება არ აქვს. ამ საღამოს ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით სცენაზე, მხოლოდ ერთი მიზნისთვის: ვაჩვენოთ ხალხს, რომ ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს და ამისთვის რაღაცას ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უბრალოდ წარმოდგენაა” – ალესიო კარბონე – გალაკონცერტის მარკეტინგის მენეჯერი

უკრაინელ ხალხს ახლა დახმარება ესაჭიროება, თუმცა მათ ყველაზე მეტად მშვიდობა და მომავლის იმედი სჭირდებათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend