მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტის სპიკერი: "რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელების გარდა, ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა"

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი: “რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელების გარდა, ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა”

უკრაინის ქალაქ ბუჩიდან გავრცელებულმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთმა ომის დანაშაული ჩაიდინა. პრეზიდენტის სპიკერის სერგი ნიკიფოროვის განცხადებით, ამ ბრადლდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს.

„ვნახეთ ხელფეხშეკრული ადამიანები, რომლებსაც ნატყვიარები ჰქონდათ თავში. სხვებსაც წამების აშკარა ნიშნები ეტყობოდათ… ნახევრად დამწვარი ცხედრებით იყო სავსე ქუჩები. მე ვსაუბრობ მშვიდობიან მოქალაქეებზე და არა სამხედროებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩადენილი იყო ომის დანაშაული. შესაბამისად, არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ნამდვილად ომის დანაშაულია,” – განაცხადა სერგი ნიკიფოროვმა.

მისი თქმით, რუსეთის ბრალდებები, რომ კადრები გაყალბებულია და უკრაინელების მიერ დადგმული პროვოკაციაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ათობით და შეიძლება ასობით საერთაშორისო ჟურნალისტი იმყოფება დღეს ბუჩაში,
არა მხოლოდ დასავლური ქვეყნებიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. მე არც ერთი პრეცენდენტის შესახებ არ მსმენია, რომ ეს შეიძლება იყოს დადგმული პროვოკაცია,” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი.

ევრონიუსთან საუბარში სერგი ნიკიფოროვიამმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება, მაგრამ ომის დასრულების სხვა გზა არ არსებობს.

“ყველა ომი სამშვიდობო შეთანხმებით მთავრდება. სხვა გზა არ არსებობს. რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელების გარდა, ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია ამ პროცესის წარმართვა თუნდაც ამ კადრების ნახვის შემდეგ.”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend