მთავარისაქართველოსახალხო დამცველი: 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა

სახალხო დამცველი: 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა

სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.

სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ხელყოფდა. გაუქმდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო.

„5 ივლისი – ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე.“- ასე მოიხსენია საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, 2021 წლის 5 ივლისი. დღე, როდესაც ლგბტქ+ თემის წევრებს და ორგანიზაცია „თბილისი პრაიდს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს საშუალება გაემართათ „ღირსების მარში“. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 ჟურნალისტს.

სახალხო დამცველმა წლიური ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი გამოხატავს ხელისუფლების მიზანს, ჩაერიოს დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში და მასზე ზეგავლენა მოახდინოს.

2021 წელს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა უფლებების სისტემური დარღვევები, არასრულწლოვანთა მიმართ დამამცირებელი და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, ბავშვების მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახელმწიფომ პანსიონებში მოთავსებული ბავშვების უფლებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიღარიბე კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით 800 000 ადამიანია. ამასთან, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საფრთხის შემცველი ობიექტებიდან ბევრად ნაკლები დევნილი ოჯახი განსახლდა. დღემდე არ არის შემუშავებული ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend