მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტია ,,ფიდესი" ლიდერობს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტია ,,ფიდესი” ლიდერობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ხმების 70 პროცენტზე მეტი დათვლილია. ამ მონაცემებით ორბანის პარტია „ფიდესმა“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და იგი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველობას გააგრძელებს.

გამარჯვების შემდეგ ვიქტორ ორბანი საზოგადოების წინაშე წარდგა და თავისი მოწინაააღმდეგეები გააკრიტიკა.  მან ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელიც ორბანს არაერთხელ დაუპირისპირდა იმის გამო, რომ მან არ დაგმო ახლო მოკავშირის, ვლადიმერ პუტინის უკრანაში შეჭრა.

„ჩვენ  ვებრძოდით უდიდეს ძალებს – როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით დაპირისპირებულ მემარცხენეებს, ბრიუსელის ბიუროკრატებს, სოროსის დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას, საერთაშორისო მედიას და ბოლოს უკრაინის პრეზიდენტს. არასოდეს მყოლია ამდენი მოწინააღმდეგე”- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

საპარლამენტო არჩევნებზე პარტია ,,ფიდესის“ დასამარცხებლად, მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, 6 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება მაინც ვერ შეძლეს.

ორბანის პარტიამ პოზიცია გააძლიერა იმით, რომ დაიქვემდებარა მედია და შეცვალა ხმის მიცემის სისტემა, რაც, კრიტიკოსების აზრით, არჩევნებს არასამართლიანს ხდის.

ოთხმა უნგრულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათ დარღვევებთან დაკავშირებული მრავალი საჩივარი მიიღეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend