მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელთა ნაწილი ქვეყანაში მოხალისედ რჩება

უკრაინელთა ნაწილი ქვეყანაში მოხალისედ რჩება

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სულ უფრო მეტი ადამიანია იძულებული, საკუთარი სახლი დატოვოს და საბრძოლო მოქმედებებს განერიდოს, თუმცა ზოგიერთმა უკრაინელმა გადაწყვიტა ამ უმძიმეს ვითარებაში მოხალისედ ემუშავა. ოდესის ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ ცენტრში ახალგაზრდა მოხალისეები, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ იმ ადამიანებზე, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

უკრაინელთა ნაწილი ოდესაში, ერთ-ერთ ცენტრში, მოხალისედ მუშაობს. ეს მათთვის ერთგვარი თერაპიაა, რომ დაძაბულობას გაუმკლავდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინის ომი მალე აღარ იქნება  საერთაშორისო პრობლემა.

ოდესის ჰუმანიტარული ცენტრი კარგად არის ორგანიზებული. ახალგაზრდა მოხალისეები, ტექნოლოგიების საშუალებით იღებენ შეტყობინებებს დახმარებისა და შემოწირულებების შესახებ, შემდეგ ამუშავებენ  მონაცემებს და შესაბამისად მოქმედებენ.

ამ გზით ისინი ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საერთო საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლიანი და მტკივნეული პროცესია, მოხალისეები დარწმუნებული არიან, რომ ეს  მათ განვითარებასაც უწყობს ხელს. როგორც თავად ამბობენ, ეამაყებათ, რომ  უკრაინელები არიან.

დევნილების დიდი ნაწილი ლვოვში ჩავიდა. მათ შორისაა ნატალია ტოდოროვსკა, რომელსაც ორი შვილიშვილი ახლავს თან. ისინი ომის დაწყების დღიდან  სპორტის სასახლეში ცხოვრობენ.  ლტოლვილები ყურადღებით აკვირდებიან ახალ ამბებს. მათ ენატრებათ საკუთარი სახლები და დაბრუნება უნდათ,  თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ეშინიათ რუსების.

სუროგატმა  დედამ ივანა ჰოლუბმა ირლანდიელ წყვილს 2 წლის წინ ტყუპები გაუჩინა.   ქეთი ვიტლი 2 კვირის წინ უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე ჩავიდა და ივანა ჰოლუბი თავის 3 შვილთან ერთად ირლანდიაში ჩაიყვანა. ირლანდიის პარლამენტში ამჟამად სუროგაციასთან დაკაშირებული კანონმდებლობას განიხილავენ. ქვეყანაში მოქმედი კანონით, ივანა ჰოლუბი ტყუპების კანონიერი დედაა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend