მთავარიმსოფლიოუკრაინაში მიმდინარე ომის გამო ღარიბ ქვეყნებში სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ღარიბ ქვეყნებში სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი

რუსული ბლოკადა უკრაინული ხორბლის ექსპორტზე პლანეტის უღარიბეს ქვეყნებს აზიანებს.

გაეროში გამოსვლისას, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ რუსეთი ხელს უშლის ასობით გემს, რომლებიც პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე ანაწილებს.

ძირითადად ეს არის ხორბალი, რაც  დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში საკვები პროდუქტების ფასების ზრდაზე მოქმედებებს.

„ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ეს ომი, მან შექმნა ეს გლობალური სასურსათო კრიზისი და სწორედ მას შეუძლია ამის შეჩერება“, – განაცხადა ვენდი შერმანმა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის განცხადებით, აფრიკულ ქვეყნებში სასურსათო კრიზისი ისედაც იყო, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა მდგომარეობა უფრო გაართულა.

„ნავთობის, სასურსათო პროდუქციის და ტრანსპორტირების ხარჯების მატების გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ უკვე შევამცირეთ მილიონობით ბავშვისთვის და ოჯახისთვის საკვები რაციონი. მაგალითად, იემენში ახლახან 50 პროცენტამდე შევამცირეთ რვა მილიონი ადამიანის რაციონი და განვიხილავთ ნულოვან რაციონამდე შემცირებას ნიგერიისთვის, მალისთვის, ჩადისთვის და კიდევ და კიდევ შემიძლია გაგრძელება“, – განაცხადა დევიდ ბიზლიმ.

დევიდ ბიზლის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომს ექნება გლობალური გავლენა, და ამბობს, რომ კრიზისის გამო მოსახლეობის  მასიური მიგრაციაა მოსალოდნელი, რაც საბოლოო ჯამში ისეთ ქვეყნებს შეეხება, რომლებიც სასურსათო კრიზისის გამო ნაკლებად დაზარალდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend