მთავარიმსოფლიოოსკარის დაჯილდოება

ოსკარის დაჯილდოება

2021 წელს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ვარსკვლავები ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე  წითელ ხალიჩაზე კვლავ წარდგნენ.

დაჯილდოება წინა წლებისგან განსხვავებით, ერთი საათით ადრე გაიხსნა, რადგან რვა ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის მონტაჟის, ხმისა და პროდუქციის დიზაინის ჯილდოები, შოუს დაწყებამდე გადასცეს გამარჯვებულებს.

ფილმი “ძაღლის ძალაუფლება” რეჟისორმა, 67 წლის ჯეინ კემპიონმა, გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში. მან ოსკარი ვესტერნის გადაღებისთვის მოიპოვა.

უილ სმიტმა აიღო პირველი ოსკარი ფილმ „მეფე რიჩარდში“ შესრულებული როლისთვის.

ცოტა ხანში იგი სცენაზე კრის როკს დაუპირისპირდა. მსახიობმა უილ სმიტის მეუღლის ვარცხნილობაზე იხუმრა, უილ სმიტი კი სცენაზე ავიდა და წამყვანს სილა გააწნა.

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ჯესიკა ჩესტეინმა ფილმში „ტემი ფეის თვალები“ შესრულებული როლისთვის.

ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელისთვის გადაეცა არიანა დებოზს, რომელიც სტივენ სპილბერგის West Side Story-ში მონაწილეობს.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა „კოდამ“(CODA). კოდა სმენადაქვეითებული მშობლების შვილს ნიშნავს.

საუკეთესო მსახიობი კაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა ტროი კოცურის, რომელიც ფილმ „კოდაში“ მონაწილეობს. იგი მეორე სმენადაქვეთებული მსახიობია, რომელმაც აკადემიის ჯილდო მოიპოვა. პირველი ოსკარი ფილმში მის პარტნიორ მარლი მატლინს 1987 წელს გადაეცა.

დენის ვილნევის ფილმმა „დიუნი“ 6 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის, საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და ვიზუალური ეფექტებისთვის.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული დისნეის „ენკანტო“  გახდა.

დაჯილდოებაზე ზოგიერთმა მსახიობმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.

“ლურჯი ლენტი ლტოლვილთა კრიზისს უკავშირდება და იმ მნიშვნელოვან მოვლენებს გამოხატავს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარეობს. ეს ჩვენი დროისა და ისტორიისთვის გადამწყვეტი მომენტია“,- ჯეიმი ლი კერტისი.

დაჯილდოების სატელევიზიო გადაცემის დროს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend