მთავარიამბებიქალაქი ირპინი მშვიდობიანმა მოსახლეობამ თითქმის სრულად დატოვა

ქალაქი ირპინი მშვიდობიანმა მოსახლეობამ თითქმის სრულად დატოვა

მოქალაქეები ავტობუსში სხდებიან და ტოვებენ ქალაქ ირპინს, სადაც საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ქალაქს გამუდმებით ბომბავენ. ამ ადამიანების უმეტესობა 3 კვირის განმავლობაში სარდაფებს აფარებდა თავს. ერთ დროს მშვიდი და ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი, ფაქტობრივად, განადგურებულია.

პატარა დარია თავისი სათამაშოებით ერთობა ავტობუსში, რომელიც მას და მის ოჯახს საბრძოლო მოქმედებებს განარიდებს. დღეს მისი დაბადების დღეა. დარიას ოჯახი ქალაქ ირპინიდანაა. მათ სახლს ჭურვი დაეცა. ფანჯრები დაიმსხვრა. იქ დარჩენა შეუძლებელი იყო. დედა სუსანა სოპელნიკოვა, ამბობს, რომ შვილის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ, ტორტიც ჰქონდათ, თუმცა ყველაფრის დატოვება მოუწიათ.

იაროსლავაც იძულებული გახდა, თავის  5 ძაღლთან ერთად წამოსულიყო. მას ძაღლები შვილებივით უყვარს. მათაც, ადამიანების მსგავსად, ეშინიათ, როცა აფეთქებებისა და სროლის ხმა ესმით. ამიტომ იაროსლავა თავის მეგობრებს  ვერ მიატოვებდა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი. 3.6 მილიონი ადამიანი მეზობელ ქვეყნებს აფარებს თავს. ხოლო 6.5 პირი  შიგნით, უკრაინაში, იქცა დევნილად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend