მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში რუსული ინტერვენციის 27 - ე დღე

უკრაინაში რუსული ინტერვენციის 27 – ე დღე

რუსული არმია კიევისა და ხარკოვის მისადგომებთან დგას

სამხრეთ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლზე ოკუპანტები შეტევას განაგრძობენ. ფრონტის სხვა ხაზებზე კი რუსულ არმიას წინსვლა არ აქვს. პენტაგონში აცხადებენ, რომ ინტერვენციის დაწყებიდან 27 დღის შემდეგ, ოკუპანტების არმიამ კრემლის დასახული თითქმის ვერცერთი  სამხედრო ამოცანა შეასრულეს.

რუსული არმია კიევისა და ხარკოვის მისადგომებთან არის შეჩერებული.

რუსმა ოკუპანტებმა გააძლიერეს სამხედრო საჰაერო ძალების გამოყენება. პენტაგონის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინული ანტი საჰაერო თავდაცვის სისტემები შესაბამისად იბრძვიან და შედეგად რუსულ შეიარაღებულ ძალებს საჰაერო უპირატესობის მოპოვება უჭირთ.

“რუსულმა არმიამ თითქმის ვერცერთი ამოცანა ვერ შეასრულა, მათი მორალი დაბალია, რუსი ჯარისკაცები კიევის და ხარკოვის მისადგომებთან არიან შეჩერებულნი. ამ წარუმატებლობის ფონზე რუსული არმია გადასულია სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებზე. ისინი იყენებენ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს და მიზნად ისახავენ, უკრაინული ქალაქების განადგურებას რომ მიაღწიონ უკრაინელი სამხედროების მიერ იარაღის დაყრას. უკრაინის ცაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსებს ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ საჰაერო უპირატესობა, მიუხედავად ამისა რუსული მხარე ინარჩუნებს უპირატესობას სარაკეტო შეიარაღების თვალსაზრისით, რუსული სარაკეტო ბატარეების დიდი ნაწილი უკრაინის ტერიტორიის მიღმაა განთავსებული. უკრაინის არმია არ აძლევს რუსულ სამხედრო საჰაერო ძალებს საჰაერო უპირატესობის მოპოვების საშუალებას. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინული არმიის მომარაგებას“,  –  აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი.

ამერიკის შეერთებული შტატების 46 – პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელ მეწარმეებს კიბერუსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს ვინაიდან პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური თეთრ სახლს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია კიბერთავდასხმები რუსეთიდან.

“პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული. ეს არ ელოდა ჩვენს რიგებში ასეთ ერთიანობას, რაც უფრო გართულდება მოსკოვისათვის მდგომარეობა მით უფრო დაუნდობელ მეთოდებს მიმართავს პუტინი. ჩვენ ამის მომსწრენი უკვე ვყოფილვართ, როგორც კი ის იწყებს საუბარს რომ ჩვენ ან ნატო რამეს ვაპირებთ, ეს ყოველთვის ნიშნავს, რომ კრემლი თავად ემზადება. ეს ხუმრობა არ არის“,  – აცხადებს  ჯო ბაიდენი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგმა პატივი მიაგო ბორის რომაჩენკოს ხსოვნას, რომაჩენკო მეორე მსოფლიო ომში სიკვდილს რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკში გადაურჩა, მაგრამ ოკუპანტების ჭურვებს ხარკოვში შეეწირა. ის 96 წლის იყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend