გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ქვეყანას საშუალოდ ყოველ წუთში დაახლოებით 55 ბავშვი ტოვებს. უკრაინიდან წასულმა ტლოლვილთა რაოდენობამ სულ 3 მილიონს მიაღწია. გაეროს მონაცემებით, მათგან დაახლოებით ნახევარი ბავშვია.
როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კონფლიქტისა და ომის შესახებ – ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდმა რეკომენდაციები შეიმუშავა.