მთავარიკუბიფეისბუკმა ყალბი ვიდეო წაშალა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი თითქოს კაპიტულაციას აცხადებს

ფეისბუკმა ყალბი ვიდეო წაშალა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი თითქოს კაპიტულაციას აცხადებს

პირველად ე.წ. დიფფეიკ ვიდეო უკრაინის საინფორმაციო არხ ტვ24-ის ვებსაიტზე მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც, სავარაუდოდ, ვებსაიტზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ  გამოდის ვოლოდიმირ ზელენსკი ტრიბუნასთან და აცხადებს,  რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს და ამიტომ  უკრაინა რუსეთს უბრუნებს დონბასს.

ის რომ ეს ვიდეო არის „დიფფეიკი“ ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული და გაყალბებული, ადვილი მისახვედრია. ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტის თავი, ტანთან შედარებით, გაცილებით დიდია, მკვეთრად ჩანს პიქსელები, ზელენსკის ხმა კი, მისი ნამდვილი ხმისგან განსხვავებით, უჩვეულოდ ბოხია.

 

მსგავსი შინაარსის ვიდეო რომ გამოჩნდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ აცხადებდა უკრაინის დაზვერვის სამსახური და მოუწოდებდა უკრაინელებს, ყურადღებით დაკვირვებოდნენ იმ ვიდეოებს, რომლებშიც ზელენსკი იქნებოდა. მათი ინფორმაციით,  მზადდებოდა ე.წ.  დიპფეიკ ვიდეო, რომელშიც თითქოს  ზელენსკი კაპიტულაციას გამოაცხადებდა.

აღსანიშნავია ის, რომ გაყალბებულ ვიდეოს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი თავის ოფიციალურ ინსტაგრამზე. ვიდეომიმართვაში ის ამ ყალბ ვიდეოს „ბავშვურ პროვოკაციას“ უწოდებს და ერთადერთი, ვისაც ეუბნება, რომ დაყაროს იარაღი, ეს რუსეთის ჯარია.  კომპანია მეტას სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვიდეო საკმაოდ ცუდად იყო დამუშავებული და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ყალბი იყო. ისინი არ გამორიცხავენ რომ კიდევ გავრცელდეს მსგავსი შინაარსის ვიდეო, რომლის ნამდვილისგან გარჩევა  უფრო რთული იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend