მთავარიაზიაერაყიერბილში მომხდარ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო

ერბილში მომხდარ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო

ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ეცემა რაკეტები ჩრდილოეთ ერაყში შეერთებული შტატების საკონსულოს კომპლექსის მახლობლად. პასუხისმგებლობა ირანმა აიღო.  ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ შური იძიეს სირიაში ისრაელის თავდასხმის გამო, რომლის დროსაც დაიღუპა ირანის რევოლუციური გვარდიის 2 წევრი.

სატელიტური სამაუწყებლო არხი „ქურთისტანი 24“, რომელიც შეერთებული შტატების საკონსულოსთან ახლოს მდებარეობს, მალევე გავიდა პირდაპირ ეთერში. კადრებში დამსხვრეული მინები და აფეთქების გამო დაზიანებული სტუდია ჩანდა. კვირას მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა.

სარაკეტო თავდასხმა დაგმო ერაყის მთავრობამ, რომელმაც მომხდარი საერთაშორისო კანონებისა და ნორმების დარღვევად შეაფასა და ირანის ლიდერებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. შეერთებულმა შტატებმა კი  განაცხადა, რომ ეს იყო სამოქალაქო სექტორზე  გაუმართლებელი თავდასხმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend